Wednesday, January 30, 2019

ხავსი




ხავსები (ლათ. Musci, Bryophyta) — ავტოტროფი ორგანიზმები, უმაღლესი მცენარეების განყოფილება, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ხავსისნაირთა ზეგანყოფილებაში. ხავსების სხეული შედგება ძაფისებრი სხეულის პროტონემისაგან (განლაგებულია ნიადაგში ან მის ზედაპირზე), ვერტიკალური ღეროსაგან (სპირალურად განლაგებული ფოთლებით) და ღეროს ფუძესთან არსებული ფესვის მსგავსი რიზოიდებისაგან. რიზოიდები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ მცენარეს წყლით და ხავსებს არა აქვთ განვითარებული გამტარი ქსოვილები, მათი სიგრძე არ აღემატება 15-20 სმ-ს. ხავსებში აღინიშნება უსქესო და სქესობრივი თაობების მონაცვლეობა. ზრდასრული ხავსების თაობას გამეტოფიტი ეწოდება. იგი თავისი განვითარების ბოლო სტადიაზე ღეროს კენწეროზე ივითარებს მდედრობით და მამრობით სასქესო ორგანოებს — არქეგონიუმსა და ანთერიდიუმს. ხავსებიდან ყველაზე უფრო ხშირად გვხვდებიან გუგულის სელი და ტორფის ხავსი.


         მეხუთე კლასელმა მოსწავლემ, მარიამ იდოიძემ, თანაკლასელებს თუშეთიდან, სოფელ ალვანიდან ჩამოტანილი ხავსი გააცნო



No comments:

Post a Comment