Tuesday, May 29, 2018

ვულკანი

ვულკანი (ლათ. Volcanus, Vulkanვულკანუს) — გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც შექმნილია დედამიწის ზედაპირზე დედამიწის ქერქიდან ამოფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად. განასხვავებენ მოქმედ და ჩამქრალ ვულკანებს. ვულკანუსირომაული მითოლოგიით ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველ ღმერთს ეწოდებოდა.


ვულკანი-ცდა, რომელმაც ძალიან დააინტერესა მეორე კლასის მოსწავლეები და მისცათ საშუალება წარმოედგინათ როგორ ხდება ლავის ამოფრქვევა დედამიწიდან.


Monday, May 7, 2018

ფოკუსირებული დაკვირვება რესურსზე ''ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება''

         მესამე კლასში ბუნების  გაკვეთილისთვის შევქმენი სასწავლო რესურსი ისტ
(ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გამოყენებით თემაზე:        
 ,,ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
                 
            მოსწავლეებს ძალიან მოსონთ და დიდი ხალისით ერთვებინ მუშაობის     პროცესში, რადგან ეცნობიან ანიმირებულ რესურსს. გაკვეთილი საინტერესოა, მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებიან მსგავს აქტივობებს, ეზრდებათ მოტივაცია და უადვილდებათ საკითხის გაგება. 

              ასეთი ტიპის აქტივობები და სავარჯიშოები კარგია ყველა მოსწავლის აქტიურად ჩასართავად მუშაობის პროცესში, მათ იზიდავთ ლამაზი, მოძრავი და ანიმირებული ნახატები. ხალისით ერთვებიან მუშაობის პროცესში და ყველაზე ნაკლები მზაობის მოსწავლეც კი აქტიურდება

               გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლა "ალბიონის" დირექცია, მასწავლებლები.







Saturday, May 5, 2018

თბილისის ბოტანიკური ბაღი.

      

       ბოტანიკური ბაღი არის სპეციალურად გაშენებული ბაღი, სადაც გამოჰყავთ სხვადასხვა ჯიშის მცენარეები და ატარებენ მათზე დაკვირვებებს.

       მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს თბილისის ბოტნიკურ ბაღს შეუსრულდა 300 წელი (XVII საუკუნის I ნეხევარი, 1636 წელი).მან თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი განვლო. თბილისის ბოტანიკური ბაღის (ყოფილი სამეფო ბაღი) სოლოლაკის სამხრეთით მდინარე წავკისის წყლის ხეობაში მდებარეობს. ადრე ეს მცირე ფართობი წარმოადგენდა დასასვენებელ პარკს. შემდეგ კი გაშენდა 3 პატარა ბაღი: სამკურნალო მცენარეებით, ბოსტნეულითა და ხეხილით.

      1845 წელის 1მაისს გრაფ ვორონცოვის ბრძანებით ამ ტერიტორიას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.



      მესამე კლასის მოსწავლეების სტუმრობა ბოტანიკურ ბაღში და ერთი საინტერესო და სახალისო გაკვეთილი ბუნებაში.