სასწავლო
პროექტი „კონტინენტები“
V3 კლასი
პროექტის
ხელმძღვანელი ბუნებისმეტყველების
უფროსი
მასწავლებელი თინათინ ჩალაძე
2018
წლის 22 თებერვალი
სასწავლო პროექტი „კონტინენტები“
პროექტის აქტუალობა
ჩვენი პლანეტის, დედამიწის, ზედაპირის
149 მილიონი კვ.კმ(29%) უკავია კონტინენტებს. ყველა კონტინენტს აქვს დამახასიათებელი
ნიშან-თვისებები, განსხვავებული ფლორა და ფაუნა.
მოსწავლეებისათვის საინტერესოა კონტინენტების
შესწავლა, როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს, რომელი კონტინენტია რეკორდსმენი, რომელია ყველაზე ცხელი კონტინენტი,
სად ბინადრობს თეთრი დათვი, რატომ არ შეიძლება შეხვდეს თეთრი დათვი პინგვინს?
მოსწავლეებმა გამოთქვეს
სურვილი, მოიძიონ ინფორმაცია კონტინენტების შესახებ და გაიგონ მეტი ამ საკითხთან დაკავშირებით.
მონაწილეთა ასაკი: მე–53 კლასის მოსწავლეები.
პროექტის ხელმძღვანელი: ბუნებისმეტყველების უფროსი მასწავლებელი თინათინ ჩალაძე
პროექტის ხანგრძლივობა: 25.01.2018 -22.02.2018
პროექტის მიზნები:
კონტინენტების გაცნობა.
კონტინენტების ამოცნობა რუკაზე ან გლობუსზე, მათი შედარება ერთმანეთთან და კონტურულ რუკაზე დატანა.
რა ბუნებრივი თავისებურებებით
ხასიათდება ესა თუ ის კონტინენტი, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება და დამუშავება.
მიღებული ინფორმაციის
შეჯამება და დასკვნების გაკეთება.
საინფორმაციო ტექსტის
კითხვა და ანალიზი.
აუდიტორიის წინაშე
კედლის გაზეთების და სლაიდ შოუს წარდგენა, პრეზენტაციის უნარის გამომუშავება.
ინფორმაციის მოძიებისა და დიფერენციაციის, მოძიებული
მასალის ადეკვატურად გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ასევე ჯგუფური
მუშაობის, თანამშრომლობის, საკომუნიკაციო, პასუხიხმგებლობის უნარ-ჩვევები განვითარება.
ესგ შესაბამისი პროექტის მიზნები და მოსალოდნელი
შედეგები:
ბუნ.V.6.მოსწავლეს შეუძლია მნიშვნელოვანი გეოგრაფიული
ობიექტებისა და მათი
ნაწილების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს რუკაზე ან გლობუსზე რელიეფის და ჰიდროსფეროს
შემადგენელ მნიშვნელოვან ობიექტებს (მაგ.,
ოკეანეები, ზღვები,ყურეები, სრუტეები, კონტინენტები, კუნძულები, ნახევარკუნძულები)
და ადარებს ერთმანეთს;
·
აგროვებს
ინფორმაციას, ახასიათებს და ადარებს კონტინენტებს
სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით (ფართობი, მდებარეობა
ნახევარსფეროებში ეკვატორისა და პოლუსების მიმართ, სპეციფიკური რელიეფი,
მცენარეული თუ ცხოველთა სამყარო);
·
ირჩევს ერთ-ერთ კონტინენტს და ქმნის მის მაკეტს/
სქემატურ ნახატს;
·
დაიტანს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს
კონტურულ რუკაზე.
ბუნ.V.7.მოსწავლეს შეუძლია
ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა
რუკაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განსაზღვრავს
ჰორიზონტის მხარეებს (ძირითადი და შუალედური)რუკასა და გეგმაზე;
·
ადგენს მისთვის ცნობილი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული
ობიექტების ურთიერთმიმართებას (მაგ.,
კონტინენტებისა და ოკეანეების);
ისტ ტექნ. მოსწავლეს შეუძლია
კვლევის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
·
იყენებს საძიებო სისტემას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მისაღებად
·
იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესის წასახალისებლად.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაცშეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გაეცნობიან კონტინენტებს.
მოსწავლეები შეძლებენ
კონტინენტების ამოცნობას რუკაზე ან გლობუსზე, შეადარებენ ერთმანეთს და დაიტანენ კონტურულ რუკაზე.
იმსჯელებენ, რა ბუნებრივი
თავისებურებებით ხასიათდება ესა თუ ის კონტინენტი.
მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებასა და დამუშავებას.
მიღებული ინფორმაციის
შეჯამებასა და დასკვნების გაკეთებას.
საინფორმაციო ტექსტის
კითხვასა და ანალიზს.
შექმნიან და აუდიტორიას წარუდგენენ კედლის გაზეთებსა და სლაიდ შოუს.
შეძლებენ ინფორმაციის
დამოუკიდებლად მოძიებასა და დამუშავებას, მიღებული ინფორმაციის შეჯამებასა და დასკვნების გაკეთებას, საინფორმაციო ტექსტის კითხვასა და ანალიზს. გამოიმუშავებენ აუდიტორიის წინაშე გამოსვლის,პრეზენტაციისუნარებს,
მოსწავლეები განივითარებენ ინფორმაციის მოძიებისა და
დიფერენციაციის, მოძიებული მასალის ადეკვატურად
გამოყენების უნარ-ჩვევებს.
შეძლებენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ნასწავლის გამოყენებას პრაქტიკაში,
განივითარებენ
ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის, საკომუნიკაციო, პასუხიხმგებლობის უნარ-ჩვევებს.
პროექტის მსვლელობა
I კვირის
განმავლობაში
·
კლასთან ერთად პროექტის თემის განსაზღვრა.
·
საკითხის შესახებ მოსწავლეთა წინარე ცოდნის
შემოწმება
პროექტის დაწყებამდე მთელ კლასთან მუშაობა,
გონებრივი იერიში-კითხვების
დასმა და გარკვევა, რა იციან მოსწავლეებმა დედამიწისა და
კონტინენტების შესახებ.
მოსწავლეთა შესაძლებობების განვსაზღვრა
და მათ საფუძველზე პროექტში მოსწავლეთა საჭიროების დადგენა.
მოსწავლეთა ინტერესების
გათვალისწინებით სამუშაო ჯგუფების შექმნა.
·
შეხვედრის დღეების დადგენა.
·
დავალებების
განაწილება ჯგუფებისათვის.
1–ლიჯგუფი- ჩრდილოეთი ამერიკა
მე–2
ჯგუფი-სამხრეთი ამერიკა
მე–3
ჯგუფი-ევროპა
მე-4 ჯგუფი-აზია
მე-5 ჯგუფი-აფრიკა
მე-6 ჯგუფი-ავსტრალია
მე-7 ჯგუფი-ანტარქტიდა
·
მოსწავლეების მიერ
ჯგუფის წევრებთან შეთანხმებით საკუთარი
ფუნქციების განსაზღვრა.
·
მოსწავლეებისათვის დიფერენცირებული დავალებების მიცემა უნარების , შესაძლებლობებისა და სურვილის მიხედვით.
შუალედური შეხვედრა –
პროექტის მიმდინარეობისას პერიოდულად, დათქმულ დროს, თითოეულ ჯგუფთან შეხვედრა და მათი სამოქმედო გეგმის განხილვა, რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარიმართოს. შესრულებული დავალებების ანალიზი,
დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა (პროექტის შუალედური
შეფასება განმავითარებელი კომენტარებით).
მიმდინარე საკითხების,
მათ წინაშე მდგარი პრობლემებისა დაგადაჭრის გზების გაცნობა. დაკვირვების დღიურის ჩანაწერების განხილვა.
მოსწავლეები ჩაინიშნავენ
კითხვებს, რომლებსაც წააწყდებიან მუშაობის პროცესში, მოაგროვებენ მასალას, დავეხმარები დახარისხებაში, საჭირო და გამოსადეგი ინფორმაციის გამოყოფაში.
II კვირა
მოსწავლეები ახარისხებენ
მოძიებულ მასალებს. გამოყოფენ კონტინენტების
ყველაზე რეკორდულ მაჩვენებლებს სხვადასხვა მახასიათებლით.
ვაჩვენებ PowerPoint-ში ჩემ მიერ გაკეთებულ სლაიდებს კონტინენტების
შესახებ.
III კვირა
·
ჯგუფების მიერ პროექტის პრეზენტაცია- 2018 წლის 22 თებერვალი
·
პროექტის მონაწილეთა მიერ თვითშეფასებისა და ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემის შევსება;
·
მასწავლებლის მიერ პროექტის შეფასება-განმავითარებელი შეფასება.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:
Vკლასის ბუნების
სახელმძღვანელო (ავტორი-მაია ბლიაძე,
რუსუდან ახვლედიანი, დავით კერესელიძე)
ფოტომასალა,
კომპიუტერი,
ინტერნეტი,
პროექტორი,
ინფრაწითელი დაფა
ფორმატები,
მარკერები.
თაბახის ფურცლები,
ჯგუფის წევრების
თვითშეფასების რუბრიკა
ყოველთვის
|
ზოგჯერ
|
|
აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის მუშაობაში
|
||
ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ
|
||
როცა სხვა ლაპარაკობს,ვუსმენ ყურადღებით
|
||
განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ
|
||
დაკისრებულ ფუნქციას ვასრულებ
|
||
ჯგუფური პრეზენტაცია შეესაბამებოდა მოთხოვნებს
|
||
დაცული იყო დროის ლიმიტი
|
მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა
1.
გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა;
ბ) მასწავლა;
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
2.
შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ა) უკეთესი გახდა;
ბ) ისეთივე დარჩა, როგორიციყო;
დ) გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
ა) სავსებით ნათელი იყო;
ბ) ძირითადად ნათელი იყო;
გ) არც ისე ნათელი იყო;
დ) სრულიად გაურკვეველი იყო
4. მასწავლებელი ყოველთვის
მხარში მედგა.
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
5. "შედეგებით კმაყოფილი ვარ.
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
ჯგუფური მუშაობის
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგი
|
კარგი
|
საშუალო
|
დაბალი
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გაზიარება
|
ჯგუფმა მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფმა მიზანი
გააცნობიერა
|
ჯგუფმა მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა მიზანი
ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
ჯგუფის მიერ სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული.
ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად
გადანაწილდა.
|
სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული,
მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არა თანაბრად
გადანაწილდა.
|
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული,
ჯგუფის წევრებს
შორის ფუნქციები არა თანაბრად გადანაწილდა.
|
სამუშაო არ
იყო ორგანიზებული,
ჯგუფის წევრებს
შორის ფუნქციები არა თანაბრად გადანაწილდა.
|
ურთიერთქმედებისა
და აზთა გაზიარების უნარი
|
აქვთ საუკეთესო
ურთიერთქმედებისა
და აზთა გაზიარების უნარი
|
საკმარისად აქვთ ურთიერთქმედებისა
და აზთა გაზიარების უნარი
|
ნაწილობრივ აქვთ
ურთიერთქმედებისა
და აზთა გაზიარების უნარი
|
არ აქვთ ურთიერთქმედებისა
და აზთა გაზიარების უნარი
|
დროის ლიმიტი
|
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
|
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
|
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის
იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობა
|
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს
შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობა
|
ჯგუფის რამდენიმე წევრი აქტიურობდა, ჯგუფის წევრებს
შორის ზოგჯერ იძაბებოდა ურთიერთობა
|
ჯგუფის წევრები
არ აქტიურობდნენ, ჯგუფის წევრებს შორის იყო არ იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობა
|
პროექტზე მუშაობის დროს
პრეზენტაციის დროს
სასწავლო პროექტი -„მზის
სისტემა“
IV4 კლასი
პროექტის ხელმძღვანელი ბუნებისმეტყველების
უფროსი მასწავლებელი
თინათინ ჩალაძე
+
2017 წლის 29 სექტემბერი
სასწავლო პროექტი
„მზის სისტემა“
პროექტის
აქტუალობა
მზე დედამიწის ყველა არსებისათვის
სასიცოცხლო წყაროს წარმოადგენს. ადამიანებს, ფლორასა და ფაუნას მზე ასაზრდოებს
თავისი სითბოთი და სინათლით. IV კლასში სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია მზის სისტემაში შემავალი პლანეტების შესწავლა. მოსწავლეები
დაინტერესდნენ პლანეტებით, კოსმოსის იდუმალებითა და გამოთქვეს სურვილი, მეტი გაეგოთ
ამ საკითხთან დაკავშირებით.
მონაწილეთაასაკი: მე–44 კლასის მოსწავლეები.
პროექტის ხანგრძლივობა: ორი კვირა.20.09.2017-29.09.2017
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებს შევუქმნათ
პირველი წარმოდგენები კოსმოსის შესახებ.
მოსწავლეებმა შეძლონ პლანეტების
დასახელება და სხვა ციური სხეულებისაგან მათი განსხვავებული ნიშნების ჩამოთვლა.
ინფორმაციის დამოუკიდებლად
მოძიება და დამუშავება.
მიღებული ინფორმაციის
შეჯამება და დასკვნების გაკეთება.
საინფორმაციო ტექსტის
კითხვა და ანალიზი.
შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით დაწერონ
მოთხრობა
შექმნან და აუდიტორიას წარუდგინონ სასწავლო რესურსი მზის სისტემის მოდელის სახით.
გამოიმუშაონ აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, პრეზენტაციის
უნარები,
მოსწავლეებმა განივითარონ ინფორმაციის მოძიებისა და
დიფერენციაციის, მოძიებული მასალის ადეკვატურად
გამოყენების უნარ-ჩვევები
შეძლონ ცოდნის ტრანსფერი -ქართულ ენასა და ლიტერატურაში,
კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ნასწავლის გამოყენება
პრაქტიკაში,
განივითარონ
ჯგუფური მუშაობის,თანამშრომლობის, საკომუნიკაციო, პასუხიხმგებლობის
უნარ-ჩვევები.
პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:
ბუნ.IV.8.მოსწავლეს შეუძლია მზის სისტემის აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს
ილუსტრაციებს და ახასიათებს მზის სისტემას (მაგ.,
პლანეტების სიდიდე, დაშორება მზიდან);
·
ხატავს
პლანეტებს და თანმიმდევრულად განალაგებს მზიდან დაშორების მიხედვით;
ქართ. IV. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი
და გადმოსცეს მათი შინაარსი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს და განარჩევს ასაკის შესაბამისი სირთულის სასაუბრო ტექსტების სახეებს (აღწერას, თხრობას, კამათს, დიალოგს...);
·
შინაარსის გადმოცემისას ერთმანეთს ანაცვლებს თხრობასა და აღწერას;
·
გადმოსცემს არამხატვრული ტექსტის შინაარსს.
ისტ ტექნ. მოსწავლეს შეუძლია
კვლევის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს საძიებო სისტემას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მისაღებად
·
იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესის წასახალისებლად.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებს შეექმნებათ
პირველი წარმოდგენები კოსმოსის შესახებ.
მოსწავლეები შეძლებენ
პლანეტების დასახელებასა და სხვა ციური სხეულებისაგან მათი განსხვავებული ნიშნების
ჩამოთვლას, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებასა
და დამუშავებას.
მიღებული ინფორმაციის
შეჯამებასა და დასკვნების გაკეთებას.
საინფორმაციო ტექსტის
კითხვასა და ანალიზს.
დაწერენ მოთხრობას, განუვითარდებათ შემოქმედებითი
და წარმოსახვის უნარები.
შექმნიან და აუდიტორიას წარუდგენენ სასწავლო რესურსს მზის სისტემის მოდელის სახით.
გამოიმუშავებენ აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, პრეზენტაციის
უნარებს,
მოსწავლეები განივითარებენ ინფორმაციის მოძიებისა და
დიფერენციაციის, მოძიებული მასალის ადეკვატურად
გამოყენების უნარ-ჩვევებს.
შეძლებენ ცოდნის ტრანსფერს -ქართულ ენასა და ლიტერატურაში,
კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ნასწავლის გამოყენებას
პრაქტიკაში,
განივითარებენ
ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის, საკომუნიკაციო, პასუხიხმგებლობის უნარ-ჩვევებს.
პროექტის მსვლელობა
I კვირის
განმავლობაში
·
კლასთან ერთად პროექტის თემის განსაზღვრა.
·
საკითხის შესახებ მოსწავლეთა წინარე ცოდნის
შემოწმება
პროექტის დაწყებამდე მთელ კლასთან მუშაობა, კითხვების დასმადა გარკვევა,რა
იციან მოსწავლეებმა მზის სისტემისა და პლანეტების შესახებ.
მოსწავლეების მიერ შევსებასქემის „ვიცი-გავიგე-მინდა ვიცოდე“.
მოსწავლეები დაწერენ ფანტასტიკურ
მოთხრობას „მოგზაურობა მზის სისტემაში.“
ნამუშევრების აუდიტორიისათვის
გაცნობა.
კლასისათვის პოვერპოინტში
შექმნილი სლაიდების ჩვენება მზის სისისტემის პლანეტების შესახებ.
ფილმების ჩვენება კოსმოსის შესახებ.
მოსწავლეთა შესაძლებობების განვსაზღვრა
და მათ საფუძველზე პროექტში მოსწავლეთა საჭიროებისდადგენა.
მოსწავლეთა ინტერესების
გათვალისწინებით სამუშაო ჯგუფების შექმნა.
·
შეხვედრის დღეების დადგენა.
·
დავალებების
განაწილება ჯგუფებისათვის.
1–ლიჯგუფი- მზის,
მერკურის, ვენერას მოდელის შექმნა.
მე–2
ჯგუფი-დედამიწის, მარსის, იუპიტერის მოდელის შექმნა.
მე–3
ჯგუფი-სატურნის, ურანის, ნეპტუნის მოდელის შექმნა.
·
მოსწავლეების მიერ
გუნდის წევრებთან შეთანხმებით საკუთარი
ფუნქციების განსაზღვრა.
·
მოსწავლეებისათვის დიფერენცირებული დავალებების მიცემა უნარების,შესაძლებლობებისა და სურვილის მიხედვით.
შუალედურიშეხვედრა – პროექტის მიმდინარეობისას პერიოდულად, დათქმულ დროს, თითოეულ ჯგუფთან შეხვედრა და მათი სამოქმედო გეგმის განხილვა, რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარმართოს. მიმდინარე საკითხების, მათ წინაშე მდგარი პრობლემებისა და გადაჭრის გზების გაცნობა. დაკვირვების დღიურის ჩანაწერების განხილვა.
მოსწავლეები ჩაინიშნავენ
კითხვებს, რომლებსაც წააწყდებიან მუშაობის პროცესში, მოაგროვებენ მასალას, დავეხმარები დახარისხებაში, საჭირო და გამოსადეგი ინფორმაციის გამოყოფაში.
II კვირა
·
ჯგუფების მიერ პროექტის პრეზენტაცია- 2017 წლის 29
სექტემბერი
·
პროექტის მონაწილეთა მიერ თვითშეფასებისა და ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემის შევსება;
·
მასწავლებლის მიერ პროექტის შეფასება-განმავითარებელი
შეფასება.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:
IV
კლასის ბუნების სახელმძღვანელო (ავტორი-მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი)
დოკუმენტური ფილმი- „ირმის ნახტომზე მდგომი“
ფოტომასალა,
კომპიუტერი,
ინტერნეტი,
პროექტორი,
ინფრაწითელი დაფა
ფორმატები,
მარკერები.
თაბახის ფურცლები,
ძაფი,
პლასტელინი
ჯგუფის წევრების
თვითშეფასების რუბრიკა
ყოველთვის
|
ზოგჯერ
|
|
აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის მუშაობაში
|
||
ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ
|
||
როცა სხვა ლაპარაკობს,ვუსმენ ყურადღებით
|
||
განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ
|
||
დაკისრებულ ფუნქციას ვასრულებ
|
||
ჯგუფური პრეზენტაცია შეესაბამებოდა მოთხოვნებს
|
||
დაცული იყო დროის ლიმიტი
|
მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა
1.
გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა;
ბ) მასწავლა;
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
2.
შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ა) უკეთესი გახდა;
გ) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო;
დ) გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
ა) სავსებით ნათელი იყო;
ბ) ძირითადადნათელიიყო;
გ) არცისენათელიიყო;
დ) სრულიადგაურკვეველიიყო
4. მასწავლებელი ყოველთვის
მხარში მედგა.
ა) სავსებითვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივვეთანხმები;
დ) არვეთანხმები.
5. "შედეგებითკმაყოფილი "ვარ".
ა) სავსებითვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივვეთანხმები;
დ) არვეთანხმები.
ჯგუფური მუშაობის შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგი
|
კარგი
|
საშუალო
|
დაბალი
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გაზიარება
|
ჯგუფმა მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფმა მიზანი
გააცნობიერა
|
ჯგუფმა მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა მიზანი
ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
ჯგუფის მიერ სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული.
ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად
გადანაწილდა.
|
სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული,
მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არა თანაბრად
გადანაწილდა.
|
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული,
ჯგუფის წევრებს
შორის ფუნქციები არა თანაბრად გადანაწილდა.
|
სამუშაო არ
იყო ორგანიზებული,
ჯგუფის წევრებს
შორის ფუნქციები არა თანაბრად გადანაწილდა.
|
ურთიერთქმედებისა
და აზთა გაზიარების უნარი
|
აქვთ საუკეთესო
ურთიერთქმედებისა
და აზთა გაზიარების უნარი
|
საკმარისად აქვთ ურთიერთქმედებისა
და აზთა გაზიარების უნარი
|
ნაწილობრივ აქვთ
ურთიერთქმედებისა
და აზთა გაზიარების უნარი
|
არ აქვთ ურთიერთქმედებისა
და აზთა გაზიარების უნარი
|
დროის ლიმიტი
|
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
|
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
|
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის
იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობა
|
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს
შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობა
|
ჯგუფის რამდენიმე წევრი აქტიურობდა, ჯგუფის წევრებს
შორის ზოგჯერ იძაბებოდა ურთიერთობა
|
ჯგუფის წევრები
არ აქტიურობდნენ, ჯგუფის წევრებს შორის იყო არ იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობა
|
ქალბატონო თინიკო,ძალიან მომწონს თქვენი პროექტები. ეს არის გზა აღმოჩენით სწავლისათვის. წარმატებები!
ReplyDeleteდიდი მადლობა
ReplyDelete