გაკვეთილის გეგმები



გაკვეთილის    გეგმა


 მასწავლებელი----თინათინ ჩალაძე (ბუნებისმეტყველების უფროსი მასწავლებელი)
 საგანი---- ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური/კლასი----დაწყებითი, IV1
მოსწავლეთა რაოდენობა----18  
თარიღი--5.02.2018
გაკვეთილის თემა:---- „  მოგზაურები და აღმოჩენები“

გაკვეთილის მიზანი: --მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევის უნარ-ჩვევები. შეძლონ ფოტოსურათებით მოგზაურების, მათ მიერ გავლილი მარშრუტების ამოცნობა. იმოგზაურონ რუკის დახმარებით ცნობილი მოგზაურების კვაკდაკვალ.
სტანდარტი----
 ბუნ.IV.7.მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.

·           იყენებს დედამიწის სხვადასხვა გამოსახულებას,
·           ადარებს სხვადასხვა ხალხის ადრინდელ წარმოდგენებს დედამიწის ფორმის შესახებ;
·           აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას მოგზაურებზე,  მსჯელობს  ამ მოგზაურების წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში;











N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
1
საორგანიზაციო საკითხები-
გავარკვევ მოსწავლეთა დასწრებას. მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზანს. შევახსენებ კლასის ორგანიზების ფორმის (ჯგუფური) მუშაობის წესებს. გავაცნობ შეფასების სქემებს
ლექციური
მთელი კლასი
გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკები

3 წთ.
2
გამოწვევის ფაზა.
მოსწავლეებს დავუსმევ კითხვებს მასალის განმეორების მიზნით:
როგორ წარმოედგინათ დედამიწა ძველად? (ინდოელებ, ბერძნებს...)
სინამდვილეში როგორი ფორმა აქვს დედამიწას?

 ვინ იყვნენ პირველი მოგზაურები?
 როგორ იკვლევდნენ გზას.
 ვინ იყვნენ ვიკინგები?
 რა მნიშვნელიბა ჰქონდა მარკო პოლოს მოგზაურობას?
 ვინ აღმოაჩინა ამერიკა და ავსტრალია?
 ვინ შეისწავლა ინდოეთი და აფრიკა?
რომელ საუკუნეებს ეწოდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა და რატომ?

გონებრივი იერიში

მთელი კლასი
სახელმძღვანელო
ბუნება მე-4 კლ. მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი
20 წთ.
3.
წვდომის ფაზა
მივმართავ მოსწავლეებს, რომ ინფრაწითელ დაფაზე  ამოიცნონ მოგზაურების ფოტოსურათები და მათი მოგზაურობის მარშრუტები                                                                            
კითხვა-პასუხი


მთელი კლასი
ინფრაწითელი დაფა
პროგრამა „power point”-ში შესრულებული სლაიდ შოუ
5 წთ.
4.
გააზრების  ფაზა
 მივმართავ მოსწავლეებს, რომ განაწილდნენ ჯგუფებად (ჯგუფის წევრებს შევახსენებ ჯგუფში მუშაობის წესებს) ვაწესებთ დროის ლიმიტს და ვაძლევ ინსტრუქციას,
მოსწავლეებმა თეორიულ მასალაზე დაყრდნობით   ჯგუფებში უნდა შეასრულონ დავალება ,,ლაბირინთი“ (მოსწავლეებს დაწვრილებით გავაცნობ დავალების შინაარსს.  თაბახის ფერად ფურცლებზე მოცემულია15 მართკუთხედი, რომლებშიც ჩაწერილია მტკიცებულებები. მოსწავლეები კითხულობენ პირველ კვადრატში ჩაწერილ მტკიცებულებას და თუ ის სწორად მიაჩნიათ, გაჰყვნენ „დიახ“ ისრის მიმართულებას. თუ მტკიცებულება მცდარად მიაჩნიათ, მაშინ „არა’’ ისრის მიმართულებით იმოძრაონ. მოსწავლეები ფურცლებზე წერენ იმ კვადრატთა ნომრებს, რომლებსაც ისინი გაივლიან. დავალება შესრულებული იქნება, თუ მივლენ მე- 15 მართკუთხედამდე. პასუხები სწორია თუ ლაბირინთში ასე იმოგზაურებენ: 1,6,7,3,8,12,13,9,4,5,10,15.
ლექციური
ჯგუფებში მუშაობა
თაბახის ფურცლები

საწერი   კალამი

მარკერები

ლაბირინთი"
7
წთ.
5.
ჯგუფების პრეზენტაცია
განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ მივმართავ ჯგუფებს, დაიწყონ პრეზენტაცია... რა გააკეთეს  და როგორ გადაჭრეს პრობლემა
პრეზენტაზია
ჯგუფები
თაბახის ფურცლები,
დაფა, მაგნიტი,ინფრაწითელი დაფა.
5წთ.
6.
შეფასება                                           შევაფასებ მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებით

მთელი კლასი

3წთ.
7.
მივცემ დავალებას--- დაწერონ თემა მათთვის საინტერესო მოგზაურზე (რით იყო ეს მოგზაური საინტერესო და დასამახსოვრებელი)

მთელი კლასი
რვეული
საწერი კალამი
სახელმძღვანელო
ბუნება მე-4 კლ. -მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი
2წთ.


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
·           მოსწავლე გამოიყენებს დედამიწის სხვადასხვა გამოსახულებას(რუკას და გლობუს) მარშრუტების დასადგენად.
·           მსჯელებმოგზაურების წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში;

  მოსწავლეებს შევაფასებ განმავითარებელი  შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით. 
1.      რამდენად აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
2.      რამდენად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან.
3.      რამდენად შეუძლია ცოდნის რეალიზება.



ბუნებისმეტყველების უფროსი მასწავლებელი-თინთინ ჩალაძე        





















                                                                                                   


საგანი-ბუნებისმეტყველება
პედაგოგი-თინათინ ჩალაძე
თარიღი-22.04.2016

                               ღია გაკვეთილის გაგმა
გაკვეთილის თემა
ჰორიზონტი. ჰორიზონტის მხარეები
სწავლების საფეხური.
კლასი
დაწყებითი საფეხური. IV კლასი. ბუნებისმეტყველება
IV2 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
19 მოსწავლე
გაკვეთილის ჩატარების ადგილი
სკოლის სპორტული მოედანი, ღია ცის ქვეშ.
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეებმა გააცნობიერონ ჰორიზონტის არსი და შეძლონ ღია და დახურლი ჰორიზონტის განსხვავება. გაეცნონ  ჰორიზონტის ხაზს, ჰორიზონტის ძირითადი და შუალედური მხარეების ცნებებს. შეძლონ მათი გამოცნობა. გაეცნონ ჰორიზონტის მხარეების განმსაზღვრელ ხელსაწყოს-კომპასს და შეძლონ მისი გამოყენება.ისწავლონ ჰორიზონტის მხარეების გარკვევა ზოგიერთი ბუნებრივი პირობების მიხედვით.
როვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი.
ბუნ.IV.7მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.
იყენებს დედამიწის სხვადასხვა გამოსახულებას და საუბრობს დედამიწის ფორმაზე.
აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას მოგზაურებზე, მსჯელობს ამ მოგზაურების წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში.
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ჰორიზონტზე და ჰორიზონტის მხარეებზე.
გაკვეთილის თანმიმდევრობა
1 აქტივობა- მასწავლებლის მისალმება.
2 აქტივობა- ჯგუფური მუშაობისათვის კლასს დავყობ 4 ჯგუფად  ფერადი ბარათების მეშვეობით. ( ჯგუფის წევრებსწინასწარ შევახსენებ ჯგუფში მუშაობის წესებს)
3 აქტივობა- მასავლებლის მიერ დასმული კითხვების საშუალებით განვლილი მასალის გამეორება, მოსწავლეები ისაუბრებენ ჰორიზონტზე, ჰორიზონტის ხაზზე. ჰორიზონტის ძირითად და შუალედურ მხარეებზე. ჰორიზონტის მხარეებს გაარკვევენ ზოგიერთი ბუნებრივი პირობების მიხედვით და კომპასის მეშვეობით. ისაუბრებენ მარკო პოლოზე(მარკო პოლომ პირველმა გააცნო ევროპელებს ჩინელების მიერ გამოგონილი კომპასი)
4 აქტივობა- მოსწავლეები თეორიულ მასალაზე დაყრდნობით შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს. კომპასის მეშვეობით გაარკვევენ ჰორიზონტის ძირითად და შუალედურ მხარეებს
5 აქტივობა- საშინაო დავალება. წარმოიდგინეთ თქვენი საკლასო ოთახი და დაწერეთ ჰორიზონტის რომელ მხარესაა დაფა, რომელ მხარესაა ფანჯრები, რომელ მხარე ჰკიდია წიგნების თარო.
6 აქტივობა­­­-მოსწავლეთა შეფასება.

შეფასება
განმავითარებელი შეფასება შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით. 
1.      აქტიურობა-რამდენად აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
2.      თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
3.      რამდენად შეუძლია ორიენტირება გარემოში
4.      რამდენად შეუძლია ცოდნის რეალიზება
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
მოსწავლის სახელმძღვანელო- ბუნება. ავტორები: მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი IV კლასი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. მასწავლებლის წიგნი მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი IV კლასი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, რუკა, ფერადი ფურცლები, კომპასი 2 ცალი, საწერი კალამი.

  

 

2 comments:

  1. დიდი სიამოვნებით გავეცანი. ასეთი პრაქტიკული გაკვეთილები ზრდის ინტერესს მოსწავლეებში. პატივისცემით ელისო სოლოღაშვილი

    ReplyDelete